თბილისში, მდინარე მტკვარში ათ წლამდე ბავშვი დაიხრჩო

თბილისში, ფონიჭალაში, მდინარე მტკვარში ათ წლამდე მოზარდი დაიხრჩო.

სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ორი მოზარდის მდინარე მტკვარში დაკარგვის შესახებ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ერთი მოზარდი ამ დროისთვის რეფერალურ კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი მკურნალობა უტარდება. რაც შეეხება მეორე მოზარდს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მაშველებმა ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს. ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები