ჩინეთში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 44 შემთხვევა დაფიქსირდა

ჩინეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ჩინეთის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ახალი შემთხვევებიდან 33 შიდა გადაცემას უკავშირდება, 11 კი იმპორტირებულია.

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევებიდან 31 პეკინში დაფიქსირდა.

ამასთან, ჩინეთში იდენტიფიცირებულია კორონავირუსით ინფიცირების 11 უსიმპტომო შემთხვევა.

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო პეკინის ათ რაიონში კარანტინი გამოცხადდა.

მსგავსი თემები