“დღეის მდგომარეობით რისკი არ არსებობს, არჩევნების საკონსტიტუციო ვადებში ჩატარებას არაფერი ემუქრება” – პრემიერი

„საერთოდ, ვთვლი, რომ ასეთი რისკი არ არსებობს, თუ არსებობს, მინიმალურია“ – ეს განცხადება გიორგი გახარიამ  არჩევნების თარიღის შესაძლო ცვლილებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს თემა შესაძლოა გამომდინარეობდეს იქიდან, რომ კრიზისს და პანდემიას ახასიათებს მაღალი დონის გაურკვევლობა.

„არჩევნებს, საკონსტიტუციო ვადებში არაფერი არ ემუქრება, მიუხედავად იმისა, რომ ერთ შემთხვევასაც და მეორესაც ერთი და იგივე ხალხი კიდევ და კიდევ პოლიტიკური სპეკულირებისთვის იყენებს. დღეის მდგომარეობით ასეთი რისკი  არ არსებობს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები