დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პოლიციის რეფორმის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

სიტყვით გამოსვლისას, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის მკაცრად ეწინააღმდეგება პოლიციის დეპარტამენტების დაშლის ან მათთვის დაფინანსების შემცირების იდეას.

დონალდ ტრამპის თქმით, პოლიციის გარეშე მხოლოდ ქაოსი იქნება.

მისივე განცხადებით, აღნიშნული განკარგულების ხელმოწერით, ის მოუწოდებს პოლიციის დეპარტამენტებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამკვიდრონ პროფესიონალიზმის უმაღლესი სტანდარტები, რათა ემსახურონ საზოგადოებას.

„ამერიკელებმა იციან სიმართლე. პოლიციის გარეშე ქაოსი იქნება, კანონის გარეშე – ანარქია, უსაფრთხოების გარეშე – კატასტროფა. სტანდარტები იქნება ისეთი მაღალი და მტკიცე, რამდენადაც შესაძლებელია. პოლიციის ოფიცერთა უმეტესობა მამაცი და გაბედული საჯარო მოხელეა და ისინი შესანიშნავი ადამიანები არიან. არავის სჭირდება სანდო პოლიციის ძალები იმაზე მეტად, ვინც პრობლემურ რაიონებში ცხოვრობს“,- განაცხადა ტრამპმა.

მსგავსი თემები