დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშშის მიხედვით საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა შორის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელიცაა, როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი, გარდაცვლილი 70 წლის ექთანი ქალია.
“საქართველოში, 2020 წლის 26 თებერვლიდან 10 ივნისის ჩათვლით, რეგისტრირებულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამსახურების თანამშრომელთა დასნებოვანების 119შემთხვევა, რაც ქვეყანაში რეგისტრირებული შემთხვევების (829) 14,4%-ს შეადგენს, მათ შორის84,9% (101 შემთხვევა) არის სამედიცინო პერსონალი და 15,1% (18 შემთხვევა) – ტექნიკურიპერსონალი.
დაინფიცირებული სამედიცინო პერსონალიდან (101 პირი) ერთი შემთხვევა კლასიფიცირდა,როგორც საზოგადოებაში შეძენილი COVID-19. შესაბამისად, აღნიშნულ პერიოდში, სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობასაქართველოში 100 ადამიანს შეადგენს, რაც ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის12,06%-ია. ხსენებული რაოდენობიდან ლეტალურად დასრულდა 1 შემთხვევა (ექთანი ქალი, 70 წლის, ქვემო ქართლი), სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას დაინფიცირებულ სამედიცინო პერსონალში ლეტალობამ 1% შეადგინა” – ნათქვამია ანგარიშში.
შემთხვევები პროფესიული ჯგუფის მიხედვით ასე გადანაწილდა: ექთანი – 58% (58 შემთხვევა), ექიმი – 31% (31 შემთხვევა), უმცროსი სამედიცინო პერსონალი – 10% (10 შემთხვევა), ექიმი-ეპიდემიოლოგი – 1% (1 შემთხვევა)ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის უდიდეს ნაწილს (84%) ქალები წარმოადგენენ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ინფორმაციითვე, ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის ყველაზე მაღალი წილი აპრილის თვეში დაფიქსირდა.
“დაავადებულთა საშუალო ასაკი 41 წელია, ასაკობრივი დიაპაზონი – 19 – 72 წელი. უმეტესად ინფიცირებულია კოვიდ კლინიკების სამედიცინო პერსონალი” – ნათქვამია ანგარიშში.