კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია

დღეს დადასტურებული კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი იმპორტირებულია, ინფიცირებულები აზერბაიჯანის  მოქალაქეები არიან, ისინი “ტრალიერის” მძღოლები არიან, მესამე კი  20 წლის მამაკაცი საქართველოს მოქალაქეა, როგორც მედიკოსები აცხადებენ მისი ინფიცირების წყარო ოჯახის წევრია.აზერბაიჯანის მოქალაქეები ამჟამად “თბლისის ზღვის ჰოსპიტალში” იმყოფებიან.

„ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, სატრანზიტო ავტოსაგზაო საშუალებით მოძრაობდნენ საზღვარზე გამოუვლინდათ სიმპტომები და სწრაფი ტესტით დაუდგინდათ კორონავირუსი, ერთი კი არის საქართველოს მოქალაქე 20 წლის, პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში, მისი ბებიაც იქ მკურნალობს, პირველწყარო იყო ბებია,“ – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური მედიცინის განყოფილების უფროსმა მარეხ ბელქაიამ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი შემთხვევების შემდეგ ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 879 – მდე გაიზარდა.

მსგავსი თემები