იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შერჩევის მეორე ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ექვსი კანდიდატი დაასახელა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის მეორე ეტაპზე ექვსი კანდიდატი გაიყვანა.

ეს კანდიდატებია: გოჩა აბუსერიძე, თამარ ოქროპირიძე, პაატა ქათამაძე, ლაშა ქოჩიაშვილი, გიორგი შავლიაშვილი და ამირან ძაბუნიძე.

შემდეგ ეტაპზე ინფორმაციის მოძიება დაიწყება, რის შემდეგაც კანდიდატებთან საჯარო მოსმენა გაიმართება.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს დასამტკიცებლად ორი კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

მსგავსი თემები