რომელია ზაფხულის სეზონზე, ინტოქსიკაციის კუთხით, ყველაზე საშიში პროდუქტი? – ეკოლოგ-ექსპერტის განმარტება

“ზაფხულის სეზონზე მოყვანის კუთხით, ყველაზე საშიში ხილიდან არის ის, რაც მიწასთანაა კავშირში. მაგალითად, მარწყვი, ნესვი, საზამთრო და ა.შ.”, – ამის შესახებ “მედიაცენტრ მთავარში” ეკოლოგ-ექსპერტმა, ხათუნა ახალაიამ განაცხადა. 

მისი თქმით, მიწა მიკრო-ბიოლოგიური დაბინძურების წყაროა, ხოლო ნაკელი, რომელსაც სოფლის მეურნეობაში აქტიურად იყენებენ, ხშირ შემთხვევაში, სწორად არაა დამწვარი, გაჯერებულია პათოგენებით რომელიც იწვევს სხვადასხვა ტიპის დაავადებას.

“სეზონური ხილი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რომელიც უნდა მიიღოს ადამიანმა ორგანიზმის განვითარებისთვის. ზოგჯერ გვაქვს შემთხვევები, როდესაც ინტოქსიკაცია ხდება და ხშირად ისმევა კითხვა – საიდან და რატომ ხდება ეს პროცესი, რა პროვოცირებს ამ ინტოქსიკაციას და რა არის ძირითადი წყარო ამ დაბინძურების, ან მავნე ნივთიერებების, რომელიც ხვდება სეზონურ პროდუქციაში. შეიძლება გავყოთ ორ ტიპად ეს პრობლემები – ერთია, როგორ მოჰყავთ ეს სეზონური პროდუქცია და მეორეა – როგორ ხდება მისი რეალიზაცია. კორონავირუსის დროს სოფელში დაბრუნებულმა ბევრმა ქალაქელმა მიჰყო ხელი სოფლის მეურნეობას. ისინი მიხვდნენ, რომ არის რაღაც ეტაპები, რომელიც პროდუქციის წარმოებამ უნდა გაიაროს. სწორედ აქ მიხვდნენ, თუ სასოფლო სამეურნეო პრაქტიკა დაცული არ იქნება, შესაძლებელია, მავნე იყოს ეს პროდუქცია”, – განაცხადა ხათუნა ახალაიამ “მედიაცენტრ მთავარში”.

“მედიაცენტრი მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები