„ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს – ძალა, ვისთანაც ყველაზე კომფორტში იქნება“ – დავით ჭიჭინაძე

რჩება შთაბეჭდილება, „ ქართული ოცნება“ რომ ხელისუფლებაში მოსასვლელად კი არა,  მთავარი ოპოზიციური ძალის ადგილის დასამკვიდრებლად იბრძვიან“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა  „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე, ოპოზიციის ქმედებებს და „ევროპულ საქართველოს“ „ქართულ ოცნებასთან „ გარიგებაში ადანაშაულებს.

ჭიჭინაძის მოსაზრებით მმართველი გუნდი ოპოზიციის ადგილის დასაკავებლად ებზადება:

ოცნება“ მაქსიმალურად  ცდილობს მეორე ძალად „ევროპული საქრთველო“ აქციოს – ძალა, ვისთანაც ყველაზე კომფორტში იქნება.

ამის დასტურად თუნდაც ის კმარა, რომ ყველა  ფინანსური კოპანია, რომლებიც „ევროპულ საქართველოსთან“  არის დაკავშირებული, ისევე  წარმატებით მუშაობს დღეს, როგორც თავის დროზე, ეს ეხება როგორც მერიის ტენდერებს, მათ ასევე მთელი საქათველოს მაშტაბით აქვთ  ბიზნესები შენარჩუნებული.  როგორც ჩანს, წარსულიდან გამომდინარე ისე  კარგად აქვთ კუდები გადაბმული, მხოლოდ წილები შეცვალეს.

ჯერ კიდევ პრემიერ კვირიკასვილსაც სწორედ  „ევროპული საქართველო“  „ეიმედებოდა“  და ეს არც არასოდეს დაუმალავს,“ – ამბობს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები