ქუთაისი-ზესტაფონის ავტომაგისტრალზე მომხდარი ავარია მსხვერპლით დასრულდა​

ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. მომხდარს ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო ჯგუფები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება, 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები