ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ვირუსთან ბრძოლის მიზნით შექმნილი ადგილობრივი შტაბი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დღის განმავლობაში კორონავირუსზე 23 ადამიანი გამოიკვლიეს, დადებითი პასუხი მხოლოდ ერთ მათგანს – კურსანტს აღმოაჩნდა, რომელსაც უახლოეს საათებში გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანენ.

საერთო ჯამში კორონავირუსი ოკუპირებულ აფხაზეთში 37 ადამიანს დაუდასტურდა, 27 გამოჯამრთელდა, 1 კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები