“არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან, უგულავასთან და სხვებთან დგომა?” – ღარიბაშვილი ბესელიას

“თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს, მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან?”– ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დამოუკიდებელ დეპუტატ ეკა ბესელიას მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ქალბატონი ბესელიას კითხვა, მიქმნის თუ არა რაიმე დისკომფორტს, კონკრეტული გვარები არ დაგისახელებიათ, ზოგადად თქვით, კონკრეტული პიროვნებების ერთ გუნდში ყოფნა. ვერ გავიგე თქვენი შეკითხვა, მაგრამ მეც მაქვს იგივე შეკითხვა – თქვენ არ გიქმნით დისკომფორტს მაგალითად ბოკერიასთან ერთად დგომა, უგულავასთან და სხვებთან. თქვენი წყენინება არ მინდოდა, მაგრამ უნდა მეპასუხა თქვენთვის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები