“სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი, არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ” – პაატა იმნაძე

ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან არიან ადამიანები, რომლებიც ავად არიან და არ იციან. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

„ყველას უნდა ეკეთოს ნიღაბი, რადგან ის, ვინც ავად არის, ტრანსპორტში თუ ავიდა და დაახველა, სხვას არ გადასდოს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, სამხრეთ კორეამ და იაპონიამ ვირუსი იმიტომ გააჩერეს, რომ ქუჩაშიც კი ნიღბებით დადიოდა ხალხი.

„არ გამიგია, რომ დამხრჩვალიყვნენ“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები