საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 6 შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა კიდევ 6-ით გაიზარდა და 843 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

აღსანიშნავია, რომ დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების ასევე 6 ახალი შემთხვევა იყო დადასტურებული.

კარანტინის რეჟიმშია 3026 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 297 პირი.

ინფორმაციისთვის, 843 ადამიანიდან 697 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 13 გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი თემები