„რა პერსპექტივა აქვს ფრანგული ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარების შესყიდვას შემცირებული ბიუჯეტის გათვალისწინებით“ – გია ვოლსკი თავდაცვის მინისტრს

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა, რომელიც ბოლო პერიოდში სხვადასხვა ასპექტში იყო განხილული, იყო ფრანგული პროექტი ჰაერსაწინააღმდეგო დანადგარებისა, რომელიც უნდა შესყიდულიყო.  ახლა ეს საკითხი ჩავარდა ოპოზიციური სპექტრის ხელში. რა პერსპექტივა აქვს შესყიდვას  შემცირებული ბიუჯეტის გათვალისწინებით“,- ამ კითხვით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ თავდაცვის მინისტრს მიმართა. ირაკლი ღარიბაშვილი, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

გიორგი ვოლსკი ასევე დაინტერესდა სისტემის პარამეტრებითაც. კიდევ ერთი შეკითხვა, რომლითაც პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მინისტრს მიმართა, ჯარში კოვიდ-19-თან  დაკავშირებით დაგეგმილ და გატარებულ პრევენციულ ღონისძიებებს ეხებოდა.​

მსგავსი თემები