„ნატოს ქვეყნების შემდეგ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში და გლობალურ უსაფრთხოებაში“ – რატი იონათამიშვილი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, საამაყო განცდაა, როდესაც საქართველოს, ნატოს ქვეყნების შემდეგ, ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს გლობალური უსაფრთხოების საქმეში. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში, თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს უსმენენ.

„მინდა მივესალმო იმ ფაქტს, რომ ნატოს ქვეყნების შემდეგ, საქართველო არის ის ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დიდი კონტრიბუცია და წვლილი შეაქვს საერთაშორისო მისიებში და გლობალურ უსაფრთხოებაში. ეს თვითოეული ჩვენთაგანისთვის საამაყო განცდაა და მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თავდაცვის ძალებს და სამინისტროს. მე, როგორც პარაოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს, აქტიური შემხებლობა მაქვს საერთაშორისო მისიებში დაჭრილ სამხედროებთან, ჩვენს გმირებთან და სიამაყით მინდა ავღნიშნო ის ფაქტი, რომ არც ერთ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობა არ ყოფილა იმის მიზეზი, რომ სამხედრო სამსახური არ გაეგრძელებინათ ჩვენ ბიჭებს და ისინი იგივე სიმტკიცით, სიმამაცით და სხვებისთვის მაგალითის მიმცემები არიან. მათ შორის, აქტიურად არიან ჩართულნი პარაოლიმპიურ მოძრაობაშ, სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ჩვენი ქვეყნის დროშას ისევ საერთაშორისო მისიებში საკმაოდ წარმატებით აფრიალებენ“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები