„განსაკუთრებული ხვალ ზოოპარკში არაფერი არ იქნება, ეს არის ძალიან მძიმე მომენტი ჩვენი თანამშრომლებისთვის“ – 5 წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან

„დავკარგეთ სამი თანამშრომელი და 300 – მდე ცხოველი, ეს დღე ძალიან მძიმეა ჩვენთვის“, – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” თბილისის ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ განაცხადა.

გურიელიძის ინფორმაციით დღემდე გაურკვეველია როდის გაიხსნება ახალი ზოოპარკი, იგი ერთ – ერთ შემაფერხებელ გარემოებად დაფინანსებასაც ასახელებს.

„ვეცდებით ხვალ ყურადღება არ გავამახვილოთ თარიღზე, რადგან ეს ჩვენთვის, თითოეულისთის არის ალიან მძიმე გასახსენებელი.

დაგვეღუპა სამი თანამშრომელი, სამასმდე ცხოველი. დღეის მდგომარეობით მოხდა ცხოველების იგივე სახეობების ნაწილის აღდგენა და დავამატეთ ახალი სახეობები, ჩვენ მოვიყვანეთ ისეთი ცხოველები, რომლებსაც სპეციალური პირობები არ სჭირდებოდა. საერთოდ ზოოპარკის მშენებლობა გრძელდება სულ და არასოდეს არ უნდა შეჩერდეს, ეს პროცესი გამუდმებით იქნება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ როდესაც კავკასიის ექსპოზიციის დიდი ნაწილის ძიება დასრულდება შესაძლებელი იქნება ზოოპარკის გახსნა, განსაკუთრებული ხვალ არაფერი იქნება, ეს არის ძალიან მძიმე მომენტი ჩვენთვის. ჩვენ სხვანაირად ვგეგმავდით ზოოპარკის გახსნას, მაგრამ პანდემიამ შეგვაფერხა, მთავარი შემაფერხებელი დაფინანსებაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ, ცხოველების გამრავლება არც ისე ადვილია, გვაქვს კონკრეტულად განსაზღვრული რა ცხოველები უნდა გვყავდეს, ჩვენ გვაქვს დეკლარირებული გეგმა, რაც შეთანხმებულია ევროპის ზოოპარკების ასოციაციასთან,“ – განაცხადა ზურაბ გურიელიძემ „მედიაცენტრ მთავარში.“

მედიაცენტრ მთავარისმასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია წყაროს და ლინკის მითითება

მსგავსი თემები