„წელს აბიტურიენტები არათანაბარ პირობებში იქნებიან“ – განათლების ექსპერტი

განათლების ექსპერტი, რეზო აფხაზავა მიიჩნევს, რომ პირბადეებზე მეტად, პრობლემა წელს გამოცდების მსვლელობის დროს მაღალი ტემპერატურა იქნება  და აბიტურიენტებს არათანაბარ პირობებში მოუწევთ ყოფნა.

” უფრო ტემპერატურის პრობლემა დადგება. გამოცდების ეროვნულ ცენტრს საკმაოდ დიდი ტვირთი აწვება იმ მხრივ, რომ გარკვეულწილად, თავისი ინსტრუმენტებით დააბალანსოს აბიტურიენტებს შორის არსებული განსხვავებები. ჩვენ დიდი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ იმაში, რომ ეს აბიტურიენტები სხვა წლების თავიანთ მდგომარეობასთან გავათანაბროთ,”- აცხადებს რეზო აფხაზავა.

მსგავსი თემები