“მთელი დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომლიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა აშშ-ს და საქართველოს შორის” – კახა კუჭავა

  •  

„მთელი დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც უპრეცედენტოდ  მაღალ დონეზეა საქართველოსთან და მოუწოდებს მაქსიმალურად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გამყარდეს ეს ურთიერთობები. ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვა ასეთი აჟიოტაჟი, მთლიანად ამოგდებულია კონტექსტიდან და ჩემი აზრით პირდაპირ ჩანს ის სამუშაო, რომელიც გაწიეს ლობისტებმა, რომ ასეთი წინადადება მოხვედრილიყო ამ დოკუმენტში“, – ასე გამოეხმაურა 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავა.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა სტაბილურობაა და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მოკავშირეა.

„ჩვენი ხელისუფლების ოპონენტების დაბალი რეიტინგი, რომელიც მათ შიდა კვლევებით აქვთ,  ცალსახად მიუთითებს რამდენად გააქტიურეს ყველა არხი, რომ ბოლომდე შეძლონ  დისკრედიტაცია იმ მთავარი მიღწევების, რომელიც ქვეყნას აქვს და პირველ რიგში, ეს არის ის, რაზეც არის ხაზგასმა – სტაბილურობა, რომელიც ამ მთავრობის ხელში ჩვენმა ქვეყანამ ცალსახად წარმოაჩინა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი –  აშშ ამ კუთხით ჩვენი მოკავშირეა და აგრძელებს  ჩვენთან ერთად თანამშრომლობას“, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

მსგავსი თემები