“სირცხვილია, ვილაპარაკოთ, თითქოს „ქართული ოცნების“ ლიდერს ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ, როდესაც ფაქტები აბსოლუტურად საწინააღმდეგოს მეტყველებენ” – დავით ზალკანიანი

მოწერილი მემორანდუმი, ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიულ პარტნიორობის შესახებ, რომელიც წარმატებით შესრულდა და უფრო მეტიც, შარშან, თავდაცვის უწყებებს შორის გაფორმდა ახალი თანამშრომლობის მემორანდუმი და შესული ვართ ისეთი მაღალი თანამშრომლობის ფორმატებში, როგორიც არის ჩვენი სამხედროების მომზადების, გადამზადების პროგრამა და მათი თავსებადობის ნატო-ს და ამერიკულ სტანდარტებთან. ჩვენი გავიხსენოთ თუნდაც ის, რა წვლილი შეაქვს საქართველოს გლობალური უსაფრთხოების სფეროში და მათ შორის ავღანეთში ოპერაციებში. 32 ჯარისკაცი, ჩვენი თანამემამულე არის დაღუპული ამერიკელ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ჩვენი წვლილი შეტანილი ამერიკელ პარტნიორებთან ერთად და ეს მოხდა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში“,- აცხადებს დავით ზალკალიანი.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მისთვის გულდასაწყვეტი და სირცხვილია იმაზე ლაპარაკი, რომ „ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ.

„ქვეყანა, რომელიც დღეს არის ასოცირებული წევრი, ქვეყანა, რომელსაც დღეს გვაქვს ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, სავიზო ლიბერალიზაცია, უამრავი მნიშვნელოვანი რეზოლუციები, რომლებშიც პირდაპირ არის მინიშნებული რუსეთის უკანონო ქმედებებზე, და იმ უკანონო საქმიანობაზე, რომელიც ხორციელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ის უამრავი საკანონმდებლო აქტი, რომელიც საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხაზგამსმელია და სწორედ ამ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული, საქართველოს მხარდაჭერის აქტი, რომელიც მიიღო კონგრესმა და წარმომადგენლობითმა პალატამ. აქედან გამომდინარე, ჩემთვის საერთოდ გულდასაწყვეტი და სირცხვილია, ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამ ხელისუფლების პარტიის ლიდერს კავშირი აქვს რუსეთთან და ქვეყანა მიჰყავს დესტაბილიზაციისკენ მაშინ, როდესც არასდროს ისეთი სტაბილური საგარეო პოლიტიკური კუთხით და თანამშრომლობით საგარეო პოლიტიკურ პარტნიორთან ქვეყანა არ ყოფილა“,- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მისივე თქმით, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ხელმომწერ 13-ივე კონგრესმენთან დამატებითი კომუნიკაცია ექნებათ. როგორც ზალკალიანი ამბობს, გამოსაძიებელია, როგორ და ვისი რეკომენდაციით მოხვდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული „ერთი აბზაცი ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში“.

„ჩვენ გვექნება კიდევ დამატებითი კომუნიკაცია ყველა კონგრესმენთან, აუცილებლად. აუცილებლად მოვიკვლევთ, თუ როგორ მოხვდა და ვისი რეკომენდაციით ეს ერთი აბზაცი ამ მეტად მნიშვნელოვან კვლევაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კვლევაა, სადაც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს მხარდამჭერი დებულებები. ეს ძალიან სერიოზულად გამოსაძიებელია, როგორ მოხდა და ვისი რეკომენდაციით მოხვდა. და ის ფაქტი, რომ ამას პირველი გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, პირველი გამოდო მან თავის ფეისბუქსაიტზე. ასევე ის გამოხმაურებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ოპონენტებისგან, რომელსც ამას პირდაპირ თარგმნიან მათ მხარდაჭერაში, მათი პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერაში და არა საქართველოს მხარდაჭერაში. მინდა, დაგამშვიდოთ, შეიძლება დაგამწუხროთ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი არ მოხვდება და არანაირი სანქციები არ იქნება მასთან მიმართებაში“,- განაცხადა საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მსგავსი თემები