„ქართული ოცნების ხელისუფლება არა მხოლოდ პროდასავლურია, არამედ ჩვენ უმაღლესი ხარისხის თანამშრომლობა გვაქვს ამერიკის შეერთბულ შტატებთან“ – გია ვოლკსი

„ქართულ ოცნებას საზოგადეობა თუ უჭერს მხარს, ერთი საგანგებო ნიშანი აქვს ქართული ოცნების ხელისუფლებას – ეს არის არა მხოლოდ პროდასავლურობა, არამედ უმაღლესი ხარისხი ჩვენი თანამშრომლობისა, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის ინფორმაციით საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი გარკვეულია: „რასაკვირველია, ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, რომ ეს ფრაზა, ერთი წინადადება სრულ წინააღმდეგობაში მოდის მთელ დანარჩენ დოკუმენტში მოცემულ კვლევასთან, დასკვნებთან, რომელიც ასევე ხაზს უსვავს თანამშრომლობის ამ მაღალ დონეს. ფაქტია ისიც, რომ შემიძლია რუსეთისათვის ხელშეწყობის მაგალითები მოვიყვანო, როდესაც ნაცმოძრაობამ და მისმა დღევანდელმა ქვედანაყოფებმა ხელი შეუწყვეს რუსეთის პოზიციების გაძლიერებას ამიერკავკასიაში და საპირისპირო მაგალითი არც ჩანს, არც ზედაპირზე და არც სიღრმეებში. აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ ის ერთი წინადადება საკმაოდ განსწავლული, აგრესიული ლობისტური საქმიანობის შედეგია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ აშშ-ის კონგრესმენთა წერილის კომენტირებისას.​

მსგავსი თემები