სომხეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაიღუპა 18 ადამიანი

სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 566 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ასევე, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 5 კოვიდინფიცირებული პაციენტი სხვა დაავადებით დაიღუპა. ასეთი შემთხვევების რაოდენობა სომხეთში უკვე 82-ია.

11 ივნისის მონაცემებით, სომხეთში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 14 669 შემთხვევაა გამოვლენილი. საერთო ჯამში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ითა და სხვა დაავადებით 327 კოვიდინფცირებული ​ ადამიანი დაიღუპა. ვირუსისგან სომხეთში 5 466 ადამიანი განიკურნა.

მსგავსი თემები