„საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას“ – გოგი ჭიჭინაძე ნელი დოროყაშვილზე

  •  

ცნობილი ხელოვანი, დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილს სოლიდარობას უცხადებს და ინიციატივით გამოდის, მის ყოფილ მეუღლეს დედობის უფლება ჩამოერთვას.

“მთელი გულით მინდა თანადგომა გამოვუცხადო ნიკოლოზ ბასილაშვილს, რომელიც მისი ყოფილი ცოლის, ამაზრზენი შანტაჟისტის მსხვერპლი გახდა. მტკიცებულებები არ მჭირდება – ვგრძნობ!  მზად ვარ მივადგე ამ ნაძირალა ქალის საცხოვრებელ ადგილს და მიტინგი გავმართო! გარდა ამისა, ვფიქრობ, საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს ასეთ ამორალურ ადამიანს დედობა ჩამოერთვას  და ბავშვის აღზრდის უფლება ნიკოლოზს გადაეცეს” – აცხადებს გოგი ჭიჭინაძე.

მეგობრები კი მას ურჩევენ, ეს ნაბიჯი არ გადადგას: „გოგი არ გაბედო! ეს ქალი შენც გიჩივლებს და შემაკავებელ ორდერს გამოაწერინებს!“

მსგავსი თემები