“ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად უნდა გადაუნაწილდეს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება” – გიორგი გახარია

„როდესაც გადავწყვიტეთ, რომ სოფლის მეურნეობა ყოფილიყო მეორე დარგი, რომელსაც უნდა მივხმარებოდით, ამას მარტივი ახსნა ჰქონდა. ტურიზმის გასაგებია, პირველი დარტყმა ტურიზმმა მიიღო, მეორე დარტყმა – სოფლის მეურნეობამ, რადგან სოფლის მეურნეობას რაც ჰქონდა დაგეგმილი, მოეყვანა ვაშლი, თხილი, ყურძენი, ღვინო, კიტრი პომიდორი, ეს ყველაფერი იყო ტურისტზე გათვლილი, რომელიც ვერ ჩამოვიდა. გვესმის, სოფლის მეურნეობა არის დარგი, რომლის დახმარება აუცილებელია ეკონომიკურადაც და, რა თქმა უნდა, ფერმერს ახლა სჭირდება დახმარება, რადგან თავი შევინახოთ, შევინარჩუნოთ და ერთ წელიწადში, როცა ეს ყველაფერი აღდგება, ფორმა არ დავკარგოთ და ვიყოთ ისევ მზად“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, სოფლის მეურნეობის დახმარების ბიუჯეტი დაახლოებით 300 მილიონს შეადგენს.

„მესმის, კიდევ უფრო მეტია საჭირო, მაგრამ მთავრობისა და პასუხისმგებლიანი ხელისუფლების ამოცანა ძალიან მარტივია, რომ ის რესურსი, რომელიც გააჩნია პატარა ქვეყანას, სუსტი ეკონომიკით, მაქსიმალურად სამართლიანად გადაუნაწილოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ეს სჭირდება. ძალიან კარგად მესმის, რომ 300 მილიონი კი არა, 600 მილიონი შეიძლება, გვჭირდებოდეს და ამასაც ავითვისებთ, მაგრამ დღეს ეს ის მინიმუმია, რისი გაკეთებაც შეგვიძლია და, რამაც ყველას უნდა მოგვცეს შესაძლებლობა, თავი შევინახოთ, გავაგრძელოთ მუშაობა და მოვემზადოთ იმ უკეთესი პერიოდებისთვის, რომელიც დადგება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი თემები