„ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში“ – პრემიერ-მინისტრი

„ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში, მეცნიერი – ინსტიტუტში“…  ასე მიმართა გიორგი გახარიამ ფერმერებს და აღნიშნა, რომ წლის ბოლომდე საკმაოდ რთული წელი იქნება.  

„ეს წელი, წლის ბოლომდე საკმაოდ რთული იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ეპიდემიას ვმართავთ, მაინც დიდი რისკების ქვეშ ვართ. ეპიდემიას ვმართავთ ჩვენ ვირუსის გავრცელების სისწრაფის და გეოგრაფიის თვალსაზრისით, თუმცა ჩვენ თუ ახლა სწორად არ დავალაგეთ და ეფექტურად და სწრაფად არ შევქმენით ინფრასტრუქტურა, რომელიც არის სწრაფი გამოვლენა, ე.ი. ტესტირების გამოვლენის სწრაფი მექანიზმი უნდა იყოს, ქვეყანაში უნდა იყოს მუდმივი სკრინინგი, მუდმივი ტესტირება უნდა ხდებოდეს მაღალი რისკის შემცველი წერტილების, იმისთვის, რომ გამოვლენა ინფიცირების მოხდეს სწრაფად, შემდგომ ჯანდაცვის სისტემა უნდა მზად, რომ სწრაფად უმკურნალოს ადამიანს და სწრაფად დააბრუნოს ყველა თავის სამუშაო ადგილზე, დაუბრუნოს ეკონომიკას, ფერმერი – ბაღში, მუშა – ქარხანაში, მეცნიერი – ინსტიტუტში, მოსწავლე – სკოლაში და საჯარო მოხელე იმისთვის, რომ ხალხს ემსახუროს“ – განაცხადა პრემიერ მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის განვითარების შესახებ დაზუსტებით ვერავინ ვერაფერს იტყვის.  

„სეროზული სახელმწიფოები, რომლებიც ჩვენზე მეტ ფულს ხარჯავენ მეცნიერებებში, ხან იძახიან, რომ იქნება მეორე ტალღა, ხან იძახიან – არ იქნება. ხან იძახიან, რომ 5 თვეში იქნება ვაქცინა, ხან იძახიან, რომ ვაქცინა 2 წელი არ იქნება. ძალიან დიდი გაურკვევლობა არის ამ კრიზისის ყველაზე დიდი მახასიათებელი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი თემები