ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები გამარტივებული არ იქნება

პანდემიის, შეფერხებული და დისტანციური სასწავლო პროცესის, სტრესული გარემოს თუ სხვა გარემოებების მიუხედავად, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტები  გამარტივებული არ იქნება.

როგორც განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი განმარტავს, სასწავლო პროცესი არ შეჩერებულა და მოსწავლეები სასწავლო პროგრამას სრულად გადიოდნენ.

ვერ ვიტყვი, რომ სემესტრი ჩავარდა. დისტანციურ რეჟიმში სრული სემესტრი იყო მიწოდებული მოსწავლეებისთვის.  სწავლების თვალსაზრისით, სრული მასალა იყო მიწოდებული. “ტელესკოლაც” ძალიან წარმატებული იყო. გამარტივებას ვერ ვპირდებით. ეს იქნება მთლიანობაში მათი აზროვნების შესაფასებელი ტესტი და არა ერთი სემესტრიდან ამოღებული მასალა“ – აცხადებს მინისტრის მოადგილე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 6 ივლისს დაიწყება და 25 ივლისს სრულდება.

მასალის გამოყენების შემთხვევაში, აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები