მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში 10 ივნისის დილის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 7,24 მილიონი შეადგინა. პანდემიას 188 ქვეყანა ებრძვის. სტატისტიკა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

სულ ჯამში მსოფლიოში COVID19 7 244 108 ადამიანს დაუდასტურდა. 24 საათში ინფიცირებულთა რაოდენობა 125,6 ათასით გაიზარდა. პანდემიის დროს დაიღუპა 411 260 პაციენტი და .3,37 მილიონი გამოჯანმრთელდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

მსგავსი თემები