“მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი” – ჯანმოს წარმომადგენელი

“მეტწილად უცნობია, არის თუ არა უსიმპტომო ადამიანი კორონავირუსის გადამტანი”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა, მარია ვან კერხოვემ, განაცხადა.

„ვიცით, რომ ზოგიერთ ადამიანს, რომელიც ასიმპტომურია, ანუ რომელსაც სიმპტომები არ აქვს, ვირუსის სხვა ადამიანზე გადატანა შეუძლია – რაც ახლა უკეთ უნდა გავიგოთ, არის ის, თუ მოსახლეობის, რა ნაწილს არ აქვს სიმპტომი“, – განაცხადა მარია ვან კერხოვემ.

მისივე განმარტებით, გუშინდელ პრეს-კონფერენციაზე, სადაც განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება, ის რამდენიმე კვლევას ეყრდნობოდა.

მარია ვან კერხოვემ ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე გუშინ განაცხადა, რომ უსიმპტომო ადამიანებისგან კოვიდ 19-ის გავრცელება ძალიან იშვიათად ხდება.

მსგავსი თემები