ფოთში ავტომანქანა ფეხით მოსიარულე ქალს დაეჯახა

ფოთში მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულე წლის ქალს დაეჯახა. 69 წლის ქალი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ქალაქის ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, ქალის მდგომარეობა სტაბილურია. 

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

მსგავსი თემები