„პისიარ“ ტესტირება უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც დასჭირდებათ” – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე განმარტავს, რომ „პისიარ“ ტესტირება სრულიად უფასო იქნება იმ აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც ტესტის ჩატარება დასჭირდებათ.

„შეტყობინება მომივიდა და იმას ვუპასუხებ, რომ იყოს გარკვეულად და ერთმნიშვნელოვნად. მე ვთქვი დასაწყისშივე, რომ „პისიარ“ ტესტირება, რომელიც ძვირადღირებული სიამოვნებაა, ყველა იმ აბიტურიენტისთვის, ვისაც ეს სჭირდება და ექიმი დაუნიშნავს, იქნება უფასოდ. პირველად, თუ გამოცდებს შორის, ყოველთვის, ეს იქნება უფასოდ და ძალიან გთხოვთ, რომ სხვა ინტერპრეტაცია ამისი არ იყოს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის თქმით, რეკომენდაციაა, რომ ერთ სივრცეში ერთ დარბაზში შესაბამისი დისტანციით 12 ადამიანი იყოს.

„თუ არის სამედიცინო ჩვენება, რომ ადამიანს პირბადის ხმარება არ შეუძლია – ანუ, უნდა იყოს ძალიან მძიმე გულის უკმარისობა, ძალიან მძიმე ფილტვის უკმარისობა, და ა.შ. მაშინ უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი სამედიცინო დასკვნა და ამისთვის შემდეგ ცალკე ვიმსჯელოთ. მაგრამ ასეთი 50 ათასში ერთი შეიძლება იყოს“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

მსგავსი თემები