“კორონავირუსისთვის განკუთვნილი ჩინური ტესტები სრული ნაგავია” – სან-პაულუს ერთ-ერთი ლაბორატორიის დირექტორი

“ჩინური ტესტები სრული ნაგავი იყო”, – ამის შესახებ ბრაზილიაში, სან-პაულუს ფლორის ლაბორატორიის კლინიკურმა დირექტორმა, დოქტორმა სელსო გრანატომ განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„თებერვალსა და მარტში ბრაზილიაში ჩინური ტესტების დიდი ნაკადი შემოვიდა. მიიჩნევდნენ, რომ უკეთესი იყო ამ ნაკრების გამოცდა, ვიდრე არაფრის გაკეთება, მაგრამ ეს მართალი არ არის. არ შემოწმებაზე უარესი არის შემოწმება ცუდი ტესტით, ამას ცუდი შედეგი აქვს“, – განაცხადა დოქტორმა სელსო გრანატომ.

„ბიბისი“ ბრაზილიის კიდევ ერთ გამოწვევად ქვეყნის სიდიდეს ასახელებს. გამოცემა წერს, რომ ლაბორატორიების უმრავლესობა, რომლებსაც „პისიარ“ მოლეკულური ტესტის ჩატარება შეუძლია, ქვეყნის სამხრეთით არის განთავსებული და ისეთი შორეული ადგილებიდან, როგორიც ამაზონია, ტესტების ტრანსპორტირება ყოველთვის წარმატებული არ არის და ბევრი ტესტი ფუჭდება.

მსგავსი თემები