„საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ნაადრევია“ – გიორგი გახარია

“ჩვენი ძირითადი ამოცანაა ანტიკრიზისულ ბიუჯეტზე ვიმსჯელოთ და იქამდე გავცვალოთ ჩვენი მოსაზრებები,” – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ანტიკრიზისული ბიუჯეტი ფრთხილად უნდა გადანაწილდეს, მისივე ინფორმაციით პროცესში ევროპელი პროფესორები არიან ჩართულები.

„ჩვენი პატარა ეკონომიკისთვის ესაა მძიმე და მწვავე გამოწვევა, ჩვენ, ის მწირე რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია მაქსიმალურად სამართლიანად უნდა გადავანაწილოთ ეკონომიკის კუთხით. ყველაფერი რაზეც ჩვენს ვისაუბრებთ ეს არის ანტიკრიზისული ბიუჯეტი, შექმნილი გვაქვს რამოდენიმე სამუშაო ჯგუფი, სადაც მონაწილეობას იღებენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები, რა პარამეტრებიც დღეს გვაქვს ვპროგნოზირებთ ბიუჯეტის შემცირებას მინუს 4 პროცენტით. საუბრები ეპიდემიის დამარცხებასთან დაკავშირებით, როგორც მინიმუმ ნაადრევია, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ საქართველო იქნება ერთ – ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით გაართმევს თავს ანტიკრიზისული ბიუჯეტის წარმართვას, ის რესურსი, რაც ქვეყანას გააჩნია უნდა იყოს მაქსიმალურად ფრთხილად გამოყენებული,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ბიუჯეტის პრეზენტაციის დროს.

მსგავსი თემები