“ბოლო დღეებში კორონავირუსის მცირე შემთხვევები დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, უნდა ვიყოთ ისევ ფრთხილად და წესები დავიცვათ” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მცირე რაოდენობა დამშვიდების საფუძველს არ იძლევა.

იმნაზე საზოგადოებას კვლავ მოუწოდებს, იყვნენ ფრთხილად და დაიცვან ყველა რეკომენდაცია.

„მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მობილიზებული, რათა ყველანაირი რისკების სამართავად მზად ვიყო. რა თქმა უნდა, ის, რომ ბოლო დღეებში მხოლოდ თითოოროლა შემთხვევა ვლინდება, ძალიან კარგია, მაგრამ დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან კორონა, სამწუხაროდ, არსად არ გამქრალა, ისევ ჩვენს გვერდით არის. ხედავთ, რა ხდება ჩვენს მეზობელ სახელმწიფოებში, ამიტომ უნდა ვიყოთ ყველანი ისევ და ისევ ფრთხილად, განსაკუთრებით, ეს ეხება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში იმ წესების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი, პირველ რიგში ეს ეხება ნიღბების ტარებას და ფიზიკური დისტანცირების დაცვას“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

მსგავსი თემები