ვალუტის გადამცვლელი პუნქტები მუშაობას განაახლებენ

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვალუტის გადამცვლელი პუნქტები ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დღეიდან დაუბრუნდებიან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს მოუწოდა, მკაცრად დაიცვან პროფესიონალთა რეკომენდაციები და რჩევები.

„ერთობლივი ქმედებებით, ჩვენ სწრაფად შევძლებთ ვირუსის დამარცხებას და საქმიანობის ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებას“, – აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მსგავსი თემები