ბათუმში 28 მამაკაცი მშენებლობიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული 28 წლის მამაკაცი მე-16 სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

სამუშაოებს შპს „CMC მეზღვაური“ აწარმოებს.

როგორც ქალაქის მერიაში აცხადებენ, ამ კომპანიის მიმართ უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის იანვარში დაიწყო სამართალწარმოება და ის 30 000 ლარით არის დაჯარიმებული.

გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.

მსგავსი თემები