რა შეზღუდვები მოიხსნება და რჩება ძალაში ხვალიდან საქართველოში?

ხვალიდან, 8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება.

დასაშვები გახდება ყველა სახის მომსახურება იმ სასტუმროებსა და რესტორნებში, რომელიც უსაფრთხოების ზომებს აკმაყოფილებს და შესაბამისი რეკომენდაცია აქვს. ასევე, აღდგება საქალაქთაშორისო მიმოსვლა მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით. მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, ეკეთოთ პირბადე.

ამასთან, გაიხსნება ვალუტის გადამცვლელი პუნქტები.

აკრძალული რჩება სპორტული, კულტურული, გასართობი ღონისძიებები, სპორტულ-გამაჯანსაღებელი პროცედურები და აქტივობები.

მსგავსი თემები