მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ბოლო 24 საათის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა და 402 283 შეადგინა.

ბოლო მონაცემებით, აღიცხულია კოვიდინფიცირების 6 983 734 შემთხვევა, 3 413 749 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

გარდაცვლილთა რაოდენობით პირველ ადგილზეა აშშ (112 096 ადამიანი), მეორეზე – დიდი ბრიტანეთი (40 465 ადამიანი), მესამეზე – ბრაზილია (36 044 ადამიანი), მეოთხეზე – იტალია (33 846 ადამიანი), მეხუთე ადგილზე კი საფრანგეთია (29 142 ადამიანი).

მსგავსი თემები