“დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ” – ნათია თურნავა

„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

რა სავალდებულო რეგულაციები დახვდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ჩამოსულ ვიზიტორს, ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ გარკვეულ ქვეყნებში იმოქმედებს გამარტივებული პროცედურები და დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ, სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ.

„რაც შეეხება კონრეტულ ქვეყნებს, მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე დაკვირვება, ეს სიტუაცია მუდმივად იცვლება. „ამიტომ, ჩვენ გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ. მთავარი ჩვენთვის არის უსაფრთხოება.

ჩვენ გვექნება განსხვავებული მიდგომა, საწყის ეტაპზე მაინც, ვიდრე ყველა ქვეყანა უსაფრთხო არ გახდება ჩვენთვის. მიდგომა, რა თქმა უნდა, იქნება სელექტიური.

ჩვენს სამეზობლოს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. რეგიონის ქვეყნებიდან მომავალი ტურისტები ძალიან პოზიტიურ როლს თამაშობდნენ ჩვენს საერთო ტურისტულ ინდუსტრიაში, მაგრამ დღეს, ისევ ვაკვირდებით ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და როგორც კი მოგვეცემა საშუალება, ალბათ, მაშინ მივუბრუნდებით რეგიონს, სხვაგანაც თუ გამოსწორდა ვითარება, სიას, საიდანაც ტურისტები შემოვლენ, სხვა ქვეყნებიც დაემატება.

ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ რამდენიმე ევროპულ ქვეყანასთან და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები დიდ მზადყოფნის გამოხატავენ, მათ შორის ჩეხეთი, საბერძნეთი და ასე შემდეგ. თუმცა მნიშვნელოვანია, როგორ რეგულაციებს მიიღებს ევროკავშირი.

როგორც კი, ეს საერთო რეგულაციები იქნება საჯარო, იმედი გვაქვს, რომ მეტი წინგადადგმული ნაბიჯი გვექნება კონკრეტულ ქვეყნებთან, რომლებთანაც წინასწარი სამუშაო არის გაწეული“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მსგავსი თემები