“შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის” ახალ ვარიანტს პარლამენტი სექტემბერში მიიღებს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებით, “შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონმა” უნდა შეიცვალოს სტატუსი და გახდეს ორგანული კანონი, რაც გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია შეიცვალოს ამ კანონის შინაარსი. კანონის ახალ ვარიანტს კი პარლამენტი სექტემბერში მიიღებს.

​როგორც კობახიძე აცხადებს, ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტმა, რამდენიმე კანონპროექტი უკვე მიიღო.

„ჩვენ რამდენიმე კანონპროექტი უკვე მივიღეთ ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, ჰარმონიზაციის პროცესში არის უკვე დაწყებული მსჯელობა ახალ კანონთან დაკავშირებით, მათ შორის, შრომის უსაფრთხოების კანონმა უნდა შეიცვალოს სტატუსი და ეს უნდა გახდეს ორგანული კანონი, რაც ასევე, გააუმჯობესებს დაცვის სტანდარტს. გარდა სტატუსის ცვლილებისა, მნიშვნელოვანია, რომ შინაარსი შეიცვალოს ამ კანონის. ამაზე მუშაობა არის დაწყებული და სექტემბერში აუცილებლად იქნება მიღებული ამ კანონის ახალი ვარიანტი“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მსგავსი თემები