“არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ შეიძლება ადამიანს ზარალი მიაყენოს” – ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის განაცხადებით, არც ერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს, ეს მოკლებულია ყოველგვარ მტკიცებულებას.

„არც ერთი კვლევა არ ადასტურებს იმას, რომ წესების დაცვით ნიღბის გამოყენებამ ადამიანს ზარალი შეიძლება მიაყენოს მაშინ, როდესაც მსოფლიოში პანდემიაა. აქ არ არის საუბარი იმ ნიღბებზე, რომელსაც იყენებს სამედიცინო პერსონალი, ანუ სპეციალურ რესპირატორებზე. საუბარია ჩვეულებრივ, საყოფაცხოვრებო პირბადეებზე. ერთმნიშვნელოვნად უნდა ვთქვათ, რომ მცირეწლოვანი ბავშვებისთვის ნიღბის გამოყენება არ არის რეკომენდებული. ნიღბის გამოყენებით მიყენებული ზარალი რას გულისხმობს ამ შემთხვევაში? რა არის საპირწონე? კორონავირუსით ინფიცირება და მეორე მხარეს რა? რას უშვრება ნიღაბი ადამიანს ასეთს ცუდს? ეს ყველაფერი ყოველგვარ მტკიცებულებას მოკლებულია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება, ნიღბის გამოყენებასთან დაკავშირებით, საჭირო არ არის“, – განაცხადა ზახაშვილმა

მსგავსი თემები