“განკურნებული ადამიანის ორგანიზმში ვირუსი შეიძლება ისევ აღმოჩნდეს, მაგრამ ეს არაა ხელახლა ინფიცირება” – პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის აღარაა სიცოცხლისუნარიანი.

„მსოფლიოში აქამდე არსებულ სამეცნიერო მასალებში ხელახლა ინფიცირება აღწერილი არაა. ყველა მკვლევარი უფრო მეტად იხრება იმ აზრისკენ, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში, როგორც ცხვირ-ხახის ნაცხში, ასევე ფეკალიებში შეიძლება აღმოჩნდეს კორონავირუსი, მაგრამ ის არაა სიცოცხლისუნარიანი. PCR-დიაგნოსტიკის საშუალებით ხდება ვირუსის გენეტიკური მასალის, რნმ-ის აღმოჩენა. საზოგადოებისთვის ცნობილია საქართველოში ასეთი შემთხვევის შესახებ, როდესაც პაციენტს ეს გენეტიკური მასალა 2 თვის განმავლობაში ჰქონდა. ერთ-ერთი ბოლო გახმაურებული შემთხვევა სამცხე-ჯავახეთიდან სწორედ ამას უკავშირდება – ერთ ანალიზში ვირუსი არ იყო, შემდეგ კი PCR-ანალიზმა აჩვენა, რომ ცხვირ-ხახაში ვირუსი გაჩნდა. ყველა კვლევა ამბობს, რომ ასეთი ადამიანები ვირუსის გამავრცელებლები არ არიან.

მსგავსი თემები