“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ახალი კონსტიტუციის შესაბამისი ცვლილებები შედის” – გურამ მაჭარაშვილი

“საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა კონსტიტუციასთან თავსებადობის თვალსაზრისით გახდა საჭირო. მე-10 მოწვევის პარლამენტს უნდა დახვდეს ისეთი რეგლამენტი, რომელიც კონსტიტიუციასთან შესაბამისობაში იქნება მოყვანილი”, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

„პარლამენტში ძირითადი პოლიტიკური მოთამაშეები იქნებიან ფრაქციები, რომელთა მინიმალური რაოდენობა იქნება 7. ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატები ვერ შექმნიან 1-ზე მეტ ფრაქციას. ეს იმიტომ, რომ „პარტია უდრის ფრაქციას“ პოლიტიკურ პლატფორმაში აუცილებელი მიზანია, პარლამენტში პოლიტიკური პარტია იყოს წარმოდგენილი ზუსტად იმ ფორმატით, როგორც არის ის არჩეული“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

მისი განმარტებით, ერთი და იმავე პარტიის მიერ წარდგენილი პირები თუ პარლამენტში შევიდნენ და შემდეგ დატოვეს ეს ფრაქცია და პარტია, მათ აღარ ექნებათ საშუალება გაერთიანდნენ და ცალკე, სხვა ფრაქცია შექმნან. თუ რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ 7 წევრზე ნაკლები შეიყვანა პარლამენტში, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები არ შეიძლება ერთ ფრაქციად შეიკრიბონ და ჩამოყალიბდნენ.

„ეს იმიტომ, რომ არჩევნები პოლიტიკური პროცესია, რომელზეც ხალხი განსაზღვრავს, რომელი პოლიტიკური პარტია რა პროცენტულობით უნდა იყოს პარლამენტში წარმოდგენილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები