“უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით” – ტრამპი კორონავირუსის ვაქცინაზე

დონალდ ტრამპის განცხადებით, უახლოეს დღეებში კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით პოზიტიური სიურპრიზი გახდება ცნობილი.

„გუშინ მქონდა შეხვედრა ვაქცინებთან დაკავშირებით და ჩვენ ძალიან კარგი, საოცარი დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით. ვფიქრობ, უახლოეს ხანში პოზიტიური სიურპრიზი გელით. ასევე ძალიან კარგი, საოცარი ტემპით მიმდინარეობს მედიკამენტებზე მუშაობა. ფაქტობრივად, ჩვენ გვაქვს ტრანსპორტირებისთვის მომზადებული ორი მილიონი ვაქცინა და ამ პროცესს დავიწყებთ, თუ ეს ვაქცინა უსაფრთხოების შემოწმებას გაივლის. ყველაზე კარგი ის არის, რომ არის შვიდი-რვა კომპანია, რომელიც მუშაობს ვაქცინაზე და ასევე – წამლებზე. ამ მხრივ მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული“, – განაცხადა ტრამპმა

მსგავსი თემები