მსოფლიო მასშტაბით, „კოვიდ-19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 390 ათასს გადააჭარბა. ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მონაცემთა ბაზის თანახმად, „კოვიდ-19“-ს დღემდე მსოფლიოში 391 249 ადამიანი ემსხვერპლა.
ყველაზე დიდი მსხვერპლი აშშ-ში, ბრიტანეთსა და ბრაზილიაშია. ეპიდემიის დაწყების შემდეგ ახალი ტიპის კორონავირუსთი ინფიცირება 6 639 092 ადამიანს დაუდასტურდა.
ინფიცირების მაჩვენებლით პირველ ადგილზე აშშ-ია, სადაც „კოვიდ-19“ 1 872 660 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების 614 941 შემთხვევა გამოვლინდა ბრაზილიაში. იზრდება გამოჯანმრთელებულების რიცხვი.