“ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება” – კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის შეფასებით, საქართველო  ვერ იქნება იზოლირებული, არამედ ის გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით, მეტად წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება.

„რაც შეეხება მიღებულ გამოცდილებას, მე ვთვლი, რომ ერთი მხრივ, კრიზისის დროს, იქნება ეს პანდემია, თუ სხვა, ყველა ფიქრობს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება, ენერგეტიკული უსაფრთხოება და ა.შ. იმისათვის, რომ გადარჩეს.

ამავე დროს, მე ვფიქრობ, რომ ისეთი პატარა სახელმწიფო, როგორიც საქართველოა, იზოლირებული და თვითკმარი ვერ იქნება. საქართველო, გახსნილი ეკონომიკისა და საერთაშორისო ვაჭრობის წყალობით,უფრო წარმატებული და მდიდარი ქვეყანა გახდება. ჩვენ ვეხმარებით საქართველოს კომპანიებს ევროპული და სხვა ბაზრების მოძიებაში, რადგან ეს სახელმწიფოს და მის მოსახლეობას საკუთარი პროდუქციის საზღვარგარეთ გატანისა და შესაბამისად, კეთილდღეობის გაზრდის შესაძლებლობას აძლევს, რასაც ჩაკეტილი ეკონომიკის პირობებში ქვეყანა ვერ მოახერხებს“,- აღნიშნა კარლ ჰარცელმა ვიდეოკონფერენციაზე.

მსგავსი თემები