“საქართველოს სიძლიერე მის მოსახლეობაშია” – კარლ ჰარცელი

“ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების სიძლიერე მე პირადად ვიგრძენი საქართველოში წელიწადნახევრის განმავლობაში ყოფნის დროს. ამ ქვეყნის სიძლიერე მის მოსახლეობაშია”, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

„ჩემმა ყოფილმა უფროსმა, პრეზიდენტმა ტუსკმა, გასული წლის ზაფხულში ბათუმში ყოფნის დროს მითხრა, „საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ქართველები ძლიერი ერია“. მე ვთვლი, რომ მან ზუსტად დაინახა არსი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახლა და მნიშვნელოვანი იქნება მაშინაც, როდესაც საქართველოს მოუწევს პარტნიორების შერჩევა და იმის გადაწყვეტა, თუ რამდენად მჭიდრო იყოს ეს პარტნიორობა. მან ყოველთვის უნდა ისაუბროს ძლიერის და არა სუსტის პოზიციიდან“ , – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

მსგავსი თემები