„ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!” – დავით ჭიჭინაძე

„ისეთი „ლამაზი“ ანგარიში წარმოგვიდგინეთ, ბატონო კობა, ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე, რომ ფეხზე წამოდგომა და აპლოდისმენტები მომინდა!“,- ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის,  2019 წლის ანგარიში და პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მას რამდენიმე საკმაოდ მწვავე კითხვა დაუსვა.

“კარგია ფინანსური სტაბილურობა, მაგრამ რას ეტყვით ხალხს, მითუმეტეს პანდემიის დროს დაუცველად დარჩენილი ადამიანებს, ცხოვრების დონის სტაბილურობაზე,  რომელიც სულ უკან და უკან მიდის?

“პრემიერმა გახარიამ, 27 მაისს, ზარზეიმით რომ გვამცნო, ვინც 1200 და 300 ლარიანი დახმარების სიაში მოხვდა, მათ სესხებიც გადაეწევათ კაპიტალიზაციის გარეშეო, ბანკებში მისულ ადამიანებს კი პასუხობენ: „ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს რას ამბობს პრემიერი გახარია, მთავარია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებაო!“.

ახლა ხალხსაც აინტერესებს და დიდი ეჭვი მაქვს, პრემიერ გახარიასაც დააინტერესებს, თქვენც ასე ფიქრობთ ბატონო კობა? ეკონომიკის -4% ვარდნას რომ წინასწარმეტყველებთ, საპროცენტო განაკვეთები კი ზევით გარბის, ადამიანებმა როგორ უნდა შეძლონ ვალის მომსახურება, ამაზე თუ გიფიქრიათ? პრემიერი კვირიკაშვილი იმიტომ გაუშვეს, ბავშვები შიმშილობენო და დღევანდელი ფასებით ბავშვები ჭამენთქვენი აზრით?!”, – აღნიშნავს ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები