საჯარო სივრცეებსა და თავშეყრის ადგილებში პირბადის გარეშე გადაადგილება 50 ლარით დაისჯება

პირბადის გარეშე გადაადგილება დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში 50 ლარით დაისჯება, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევა კი 1000 ლარით განისაზღვრა. კანონპროექტი უკვე მზად არის.

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის – ფიზიკური პირი 50 ლარით, პირბადის არმქონე პირის დახურულ საჯარო სივრცეში დაშვებისთვის – სივრცის მფლობელი, იურიდიული პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. 50 ლარიანი ჯარიმაა მგზავრისთვისაც და მძღოლისთვისაც საზოგადოებრივი ტრანსპორტში, მეტროსა და ტაქსიში, თუ ისინი პირდაბის გარეშე იქნებიან.

მსგავსი თემები