“მკვლელი შახტა” მუშაობას ვერ განაგრძობს

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მორიგი ტრაგედიის შედეგად, საწარმო დაიხურება. მუშაობა მანამ შეჩერდება, სადაც საგამოძიებო პროცედურები არ დასრულდება და ტრაგედიის კონკრეტული მიზეზები არ გახდება ცნობილი.

„სახელმწიფო ვერ დაუშვებს საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაუცველობას. მიღებულია გადაწყვეტილება შახტის დახურვის შესახებ. შახტა მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. მთელი გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს და თანადგომას ვუცხადებ ამ მძიმე წუთებში. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება და ყველა პასუხისმგებელი პირი დაისჯება კანონის სრული სიმკაცრით. შახტში დასაქმებულებს ამ პერიოდის განმავლობაში აუნაზღაურდებათ ხელფასი“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

​მინდელის შახტში დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშვებულია ექვსი ადამიანი. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქებას  შახტის კედლების დეფორმაცია და ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.

​ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

მსგავსი თემები