რუსეთში 20 000 ტონა დიზელი მდინარეში ჩაიღვარა – პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ციმბირის ქალაქ ნორილსკთან ახლოს ელექტროსადგურზე განთავსებული საწვავის ავზი ჩამოინგრა და არქტიკულ წრეზე, მდინარეში 20 000 ტონა დიზელი ჩაიღვარა. ამის გამო, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დიზელის ჩაღვრის შემდეგ, 350 კვ.კმ ტერიტორია დაბინძურდა. ვლადიმერ პუტინმა ინციდენტის გამოძიების ბრძანება გასცა, მანამდე კი ელექტოსადგურის მმართველი დააკავეს.

მსგავსი თემები